2018 წლის IV კვარტალში, სებ-ის საგარეო ვალი 40.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

27

2018 წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 40.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 41.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო, ვალი 1.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

2018 წლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 369.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 200.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

Comments
Loading...