2018 წლის სეზონს დადებითად აფასებს Georgia Airways-ის კომერციული დირექტორის მოადგილე

46

“2018 წელი ძალიან საინტერესო გამოდგა, როგორც საავიაციო, ასევე ტურისტული დარგისთვის. ქართული ავიხაზები მჭიდროდ თანამშრომლობს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან”, – აცხადებს ავიაკომპანია Georgia Airways-ის კომერციული დირექტორის მოადგილემ თამუნა თანდაშვილი.

“2019 წელს მნიშვნელოვანია გაიზარდოს პირდაპირი რეისების სიხშირეები ევროპის მიმართულებით, ასევე ავითვისოთ ახალი ავიაბაზრები, გავზარდოთ მაღალმხარჯველიანი ტურისტების რაოდენობა საქართველოში და დავამყაროთ კავშირი საერთაშორისო გლობალურ ტუროპერატორებთან, რომ მივაღწიოთ კიდევ უფრო ეფექტურ შედეგს, ვიდრე გასულ წლებში მივიღეთ.

მიხარია, რომ მონაწილე ვარ იმ საინტერესო პროცესების, რომელიც 2018 წელს განხორციელდა. ვფიქრობ 2019 წელს უფრო სახელმწიფო ორგანიზაციებთან, ტურიზმის ადმინისტრაციასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით შესაძლებელი გახდება მეტი ტურისტი შემოვიყვანოთ, განვავითაროთ საქმიანი ტურიზმის მიმართულება. ვფიქრობ 2019 წელი იქნება წარმატებული როგორც საავიაციო, ასევე ტურისტული სექტორისთვის.” – განაცხადა ავიაკომპანია Georgia Airways-ის კომერციული დირექტორის მოადგილემ თამუნა თანდაშვილმა.

Comments
Loading...