2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 23.3%-ით გაიზარდა

161

2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 823.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 23.3 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 740.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (28.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 083.4 მლნ. აშშ დოლარი (21.6 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მარტში 1 343.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.6 პროცენტი შეადგინა.

Comments
Loading...