2018 წლის თებერვალში საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 1.4%-ით გაიზარდა

38

2018 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 322.9 მლნ ლარით (1.4 პროცენტით) გაიზარდა და 22.9 მლრდ ლარს გაუტოლდა.

2018 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 19.5 პროცენტით არის გაზრდილი. სადეპოზიტო ვალდებულებების ზრდაზე ძირითადი გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მატებამ, ასევე უცხოური ვალუტის ლარში გამოსახული დეპოზიტების ზრდამ.

საანგარიშო პერიოდში წინა თვესთან შედარებით, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 157.2 მლნ ლარით (1.9 პროცენტით) გაიზარდა და 8.63 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე ანგარიშები 157.7 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო ვადიანი დეპოზიტები 0.5 მლნ ლარით შემცირდა.

უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე 0.3 პროცენტიანი (15.4 მლნ დოლარი) კლება დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს 5.30 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნული კლება ძირითადად ვადიანი დეპოზიტების შემცირებით იყო განპირობებული.

სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, 2019 წლის თებერვალში 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 62.3 პროცენტს შეადგენს. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 53.1 და 74.8 პროცენტსშეადგენდა.

თებერვალში, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე შემცირდა 0.2 პროცენტული პუნქტით და 5.7 პროცენტი შეადგინა.

ეროვნული ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე ბანკების მიერ გადახდილი სარგებლის წლიური საშუალო შეწონილი განაკვეთი წინა პერიოდთან შედარებით შემცირდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 7.6 პროცენტს შეადგენს. იურიდიული პირების ეროვნული ვალუტით დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.2 პროცენტია. ფიზიკური პირების დეპოზიტებზე წლიური განაკვეთები შემცირდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 9.0 პროცენტს შეადგენს. უცხოური ვალუტით მოზიდული დეპოზიტების წლიური განაკვეთი გაიზარდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 2.9 პროცენტს შეადგენს. უცხოური ვალუტით იურიდიული პირების დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 3.3 პროცენტია, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტებზე განაკვეთი გაიზარდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 2.9 პროცენტს შეადგენს.

2018 წლის თებერვალში არსებულ განაკვეთებთან შედარებით, ეროვნული ვალუტით დეპოზიტების
საპროცენტო განაკვეთები 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.6 პროცენტს შეადგენს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შეადგენს 2.9 პროცენტს.

Comments
Loading...