2018 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა

36

2018 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაიწია და 1.5 პროცენტს გაუტოლდა. ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.5 პროცენტით გაიზარდა. 2018 წლის განმავლობაში საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.6 პროცენტი შეადგინა.

დეკემბერში სამომხმარებლო კალათაში ფასის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება პურს შეეხო. პური ნოემბერთან შედარებით 8.4 პროცენტით გაძვირდა.

აღნიშნული ცვლილებით პური წლიურად 13.3 პროცენტით გაძვირდა, ხოლო წვლილი წლიურ ინფლაციაში 0.5 პროცენტულ პუნქტამდე გაიზარდა. ერთჯერადი ფაქტორებიდან კვლავ ძალაში რჩება 2018 წლის იანვრიდან წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადის გაძვირება. აღნიშნული კომუნალური გადასახადების მატების გავლენამ წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე დეკემბერში 0.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

დეკემბერში საკვებიდან აღსანიშნავია ქათმის და ძროხის ხორცის და მწვანილის გაძვირება, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციაზე. საპირისპიროდ, ვაშლის, შაქრის, კარტოფილისა და პომიდორის გაიაფებამ ინფლაციას 0.4 პროცენტული პუნქტი მოაკლო. საბოლოოდ, სურსათის ინფლაციამ
დეკემბერში 1.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო მისი წვლილი მთლიან ინფლაციაში 0.5 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა.

Comments
Loading...