2018 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, თბილისში სასტუმროს ფასები 11.9%-ით გაიზარდა

51

2018 წლის დეკემბერში, 2018 წლის ნოემბერთან შედარებით, თბილისში სასტუმროს ფასები 11.9%-ით გაიზარდა, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ზრდის ტემპი (21%) მნიშვნელოვნად აღემატება 3*, 4* და 5* სასტუმროს ფასების ზრდის ტემპს (9.3%).

აღნიშნული დინამიკა განსხვავდება გასული წლის ანალოგიური პერიოდის დინამიკისგან, როდესაც თბილისში სასტუმროს ფასები 12.5%-ით იყო გაზრდილი, 3*, 4* და 5* სასტუმროების
ფასების ზრდა 15.1%-ს, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ზრდა მხოლოდ 3.6%-ს შეადგენდა.

2018 წლის დეკემბერში, 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 1%-ით გაიზარდა. რეგიონების მიხედვით, სასტუმროს ფასები ყველაზე მეტად აჭარაში (21.1%) და სამცხე-ჯავახეთში (14.8%) გაიზარდა. ხოლო თბილისში სასტუმროს ფასები 9.8%-ით არის შემცირებული. აღნიშნული შემცირება ძირითადად გამოწვეულია 3*, 4 და 5* სასტუმროების ფასების კლებით. მაშინ როდესაც თბილისში 3*, 4* და 5* სასტუმროს ფასები 14.7%-ით არის შემცირებული, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 9%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ თბილისში ბოლო ერთი წლის განმავლობაში booking.com-ზე დარეგისტრირებული 3*, 4* და 5* სასტუმროების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც საოჯახო ტიპის სასტუმროების რაოდენობა 19.1%-ით არის გაზრდილი.

Comments
Loading...