2018 წლის დეკემბერში, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 7.3%-ით გაიზარდა

67

2018 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 576.7 მლნ ლარით (7.3 პროცენტით) გაიზარდა და 8.5 მლრდ ლარი შეადგინა. ვადიანი დეპოზიტები 139.3 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო მიმდინარე ანგარიშები 716.0 მლნ ლარით გაიზარდა.

უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე 3.8 პროცენტიანი (199.6 მლნ დოლარი) ზრდა დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს 5.43 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად იურიდიული პირების მიმდინარე ანგარიშების მატებით იყო განპირობებული.

სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, 2018 წლის დეკემბერში 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 63.1 პროცენტს შეადგენს. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 52.4 და 75.4 პროცენტს შეადგენდა.

Comments
Loading...