2018 წელს, მსოფლიოში საწვავის ფასის ზრდის გამო 5 ათასამდე ავიაკომპანია გაკოტრდა

31

საწვავის ფასის გაზრდის ფონზე, 20 ავიაკომპანიაზე მეტი, რომელთაგანაც უმრავლესობა ევროპული არც ისე მსხვილი ავიაგადამზიდია, გაკოტრდა. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

გამოცემა აღნიშნულ მოვლენას ბოლო დროს ნავთობის ფასის ზრდას უკავშირებს.

ავიაკომპანიების ხელმძღვანელობა სამომავლოდ სიტუაციის გართულებას ელის მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლოდ როს ნავთობის ფასებმა შემცირება დაიწყო. Ryanair-ის ფინანსური დირექტორი აცხადებს, რომ ზამთართან ერთად, გაკოტრების შემთხვევები გაიზრდება და უფრო მსხვილ ავიაკომპანიებსაც შეეხება.

2018 წელს გაკოტრდნენ ისეთი ავიაკომპანიები, როგორებიც არის Primera Air, შვეიცარული Skyworks და გერმანული Small Planet Airlines.

მთლიანობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათი რაოდენობა 5 ათასამდე ადის.

Comments
Loading...