2018 წელს თბილისში გაზის 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი ჩაიხსნა

28

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “ყაზტრანსგაზი” ავრცელებს.

“ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღია კამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისე კორპუსში მცხოვრები მეზობლებისთვის.

გთავაზობთ 2018 წელს თბილისში ჩაჭრილი, აკრძალული წყალგამაცხელებლების და გაზგამათბობლების მაჩვენებელს რაიონების მიხედვით.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments
Loading...