2018 წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაცია-რეკლამირება 17 ქვეყანაში განახორციელა

26

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბოლო ორ წელში, რეგიონს პოპულარიზაცია 16 სამიზნე ქვეყანაში სხვადასხვა მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობებით გაუწია.

მათ შორის სატელევიზიო რეკლამითა და გადაცემებით BBC-ზე, Euronews-ზე, CNN-ზე, Deutsche Welle-ზე, RTL-ზე და N-TV-ზე, ასევე გარე რეკლამით სამიზნე ქვეყნების 35-ზე მეტ ქალაქში და აქტიური ონლაინ რეკლამით 14 ქვეყნის სოციალურ და ონლაინ პლატფორმებზე.

გარდა ამისა, დეპარტამენტმა პრეს-ინფოტურის ფარგლებში სამიზნე ქვეყნებიდან 963 ჟურნალისტსა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენელს გააცნო რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები. ორი წლის განმავლობაში კი 57 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე წარადგინა რეგიონი.

2018 წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაცია – რეკლამირება 17 ქვეყანაში (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, საქართველო ) განახორციელა, რისთვისაც 6, 102, 909 ლარი დაიხარჯა.
2017 წელს, რეგიონის რეკლამირება განხორციელდა 17 სამიზნე ქვეყანაში (გერმანია, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, ირანი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, საქართველო), რისთვისაც დაიხარჯა 4, 799, 852 ლარი.

Comments
Loading...