2017 წლის IV კვარტალში მშპ-ის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 10 572,3 მილიონი ლარი შეადგინა

178

2017 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 10 572,3 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,4 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი 6,1 პროცენტით გაიზარდა.

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო საქმიანობა (15,4 პროცენტი), ტრანსპორტი (10,6 პროცენტი), მშენებლობა (9,5 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (9,4 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (9,2 პროცენტი), ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (6,9 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (6,1 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5,0 პროცენტი), სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (4,6 პროცენტი), განათლება (4,5 პროცენტი).

კლება დაფიქსირდა შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავება (-4.2 პროცენტი) და სოფლის მეურნეობაში (-2.5 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,8 პროცენტი) და მრეწველობა (16,8 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს სახელმწიფო მმართველობა (10,7 პროცენტი), მშენებლობა (9,0 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,0 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,5 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა; თევზჭერა, მეთევზეობა (6,9 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,5 პროცენტი).

Comments
Loading...