2017 წლის 3 კვარტლის მონაცემების მიხედვით “ჯიპიაი ჰოლდინგი” კვლავ სადაზღვევო ბაზრის ლიდერია

640

საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2017 წლის 3 კვარტლის შედეგების მიხედვით, "ჯიპიაი ჰოლდინგი" კვლავ სადაზღვევო ბაზრის ლიდერია. აღნიშნულ პერიოდში, ბაზარზე მოზიდულმა პრემიამ ჯამში 345,72 მლნ. ლარი შეადგინა, მხოლოდ ჯიპიაის  მიერ მოზიდულმა პრემია 83,28 მლნ.ლარია(რაც წინა წლის იმავე პერიოდის მიხედვით 11,88 მლნ.ლარით მეტია) და ბაზრის 24%-ს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო ბაზარზე გასული  წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ჯანმრთელობის (სამედიცინო) დაზღვევის გაყიდვების მაჩვენებელი და ჯამში 161,42 მლნ. ლარი შეადგინა. ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხითაც ბაზარზე კვლავ "ჯიპიაი ჰოლდინგი" ლიდერობს. წლის მესამე კვარტალში მის მიერ მოზიდულმა პრემიამ 49,54 მლნ. ლარი შეადგინა და ბაზრის 31% დაიკავა.


 

"ჯიპიაი ჰოლდინგი" 16 წელია წარმოდგენილია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე და სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. 2006 წლიდან ის ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში.

Comments
Loading...