2017 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები 112 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა

457

2017 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 112 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 276.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 23.5 პროცენტით მეტია 2016 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შესაბამისს მონაცემებს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი მოდიოდა.

2017 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 16.6 მილიონი აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 16.3 მილიონი აშშ დოლარისა გასული წლის მარტში.

Comments
Loading...