2017 წლის მაისში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 24.2%-ით გაიზარდა

416

2017 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.4 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 280.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 24.2%-ით მეტია 2016 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8% იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე, გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 92.4% მოდიოდა.

2017 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.2 მილიონი აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 15.8 მილიონი აშშ დოლარისა გასული წლის მაისში.

Comments
Loading...