2017 წლის იანვარ-მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 21.5%-ით გაიზარდა

358

2017 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 28.6%-ით გაიზარდა და 1 003 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 10.8%-ით გაიზარდა და 2 941 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

2017 წლის მაისში ექსპორტი გაიზარდა 25%-ით, ხოლო იმპორტი 3.8%-ით. საბოლოო ჯამში მაისში სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა 20.1 მლნ. აშშ დოლარით.

მიმდინარე წლის მაისში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა: მედიკამენტების (611%), სპილენძის მადნების და კონცენტრატების (134%), ეთილის სპირტის  (89%) და მინერალური და მტკნარი წყლების (25%) ექსპორტი.

რაც შეეხება იმპორტს, გაზრდილია ხორბლის (289%), ელექტროენერგიის (129%), გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების (70%) და  ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (13%)  იმპორტი.

2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება, აღნიშნული ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა – ზრდამ 45% შეადგინა. ამავე წლის თებერვალში ექსპორტი 13%-ით, მარტში  36.4%-ით, ხოლო აპრილში 22.9%-ით გაიზარდა. ექსპორტის ზრდას, საბაზო ეფექტთან ერთად, ხელი შეუწყო საექსპორტო ბაზრებზე შედარებით გაუმჯობესებულმა მდგომარეობამ.

საგარეო ფაქტორების გაუმჯობესება აისახა ყველა სხვა მიმართულებით, მათ შორის, 2017 წლის იანვარ-მაისში, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 10%-ით, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა 21.5%-ით; 2017 წლის იანვარ-აპრილში 19.3%-ით გაიზარდა ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც. 

Comments
Loading...