2017 წლის იანვარში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 26.1%-ით გაიზარდა

426

2017 წლის იანვარში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 83.9 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 226.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 26.1%-ით (17.4 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღნიშნულის შესახებ შესაბამის ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.6% იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 86.2% მოდიოდა.

2017 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.4 მილიონი აშშ დოლარი (36.1 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 11.9 მილიონი აშშ დოლარისა (29.0 მილიონი ლარისა) გასული წლის იანვარში.

Comments
Loading...