2016 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ-ის ზრდამ 0,3% შეადგინა

435

საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის დეკემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 0,3 პროცენტი, ხოლო 2016 წლის IV კვარტალში 1,2 პროცენტი შეადგინა.

მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა რეალურმა ზრდამ 2016 წლის წინასწარი შეფასებით 2,2 პროცენტი შეადგინა. საქსტატი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ეს შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან.

გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელისაწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.

Comments
Loading...