2016 წლის დეკემბერში საქართველოში საქონლის იმპორტი 1.9%-ით გაიზარდა

465

2016 წლის დეკემბერში საქონლის რეგისტრირებული იმპორტი C ჰეპატიტის გამორიცხვით 1.9 პროცენტით გაიზარდა, – აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ანგარიშს საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

რეგიონის ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი იყო აზერბაიჯანიდან იმპორტის მატება, რაც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვების მკვეთრად მატებას უკავშირდება. გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტი დიდწილად გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან და ბულგარეთიდან. გერმანიიდან იმპორტის მატება ახალი ავტობუსების შეძენას უკავშირდება. რეგიონების ქვეყნებიდან გაზრდილია რუსეთიდან და უკრაინიდან იმპორტი.

აქვე აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან შემოტანილი საიმპორტო პროდუქციები მთლიანი იმპორტის უდიდესს წილს 15.6 პროცენტს შეადგენს თუმცა წლიურად მისი მოცულობა 3.4 პროცენტით არის შემცირებული.

2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია: თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ჩინეთი, გერმანია და ნიდერლანდები. ჯამურად ძირითადი სავაჭრო პარტნიორების იმპორტი მთლიანი იმპორტის 58 პროცენტს შეადგენს. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით იმპორტი ნაკლებად დივერსიფიცირებულია.

Comments
Loading...