2016 წელს British Petroleum-ის მოგება საკმაოდ შემცირდა

519

კომპანია BP-ის (British Petroleum) მოგებამ, რუსული კომპანია "Роснефть"-ის კაპიტალთან ერთად (კომპანია  BP რუსული კორპორაციის აქციების 19,75%-ს ფლობს), 2016 წლის მონაცემების მიხედვით, 643 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, BP-ის მოგება შემცირდა (გასულ წელს მოგებამ 1,314 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა). BP მოგების შემცირების მიზეზად ნავთობზე დაბალ ფასებს ასახელებს.

ამასთან, კომპანია BP-ის საერთო მოგებამ 2016 წელს 115 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა წელს 6,482 მილიარდი აშშ დოლარი.

Comments
Loading...