2016 წელს რუსეთში 27 222 076 ბოთლი ქართული ღვინოა ექსპორტირებული

520

2016 წელს ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პირველ ადგილს რუსეთი იკავებს. რუსეთში გასულ წელს 27 222 076 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული,- ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

არსებული მონაცემების მიხედვით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 50 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 38%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

გარდა ამისა, ჩინეთის, აშშ-სა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებითაც. მაგალითად, ჩინეთში ღვინის ექსპორტის ზრდამ 2015 წელთან შედარებით შეადგინა- 98% (5 299 149 ბოთლი), კანადა – 34% (210 936), აშშ – 19% (294 382) და სხვა.

რაც შეეხება ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულს, ასე გამოიყურება: რუსეთი (27 222 076 ბოთლი), უკრაინა (5 811 050), ჩინეთი (5 299 149), ყაზახეთი (3 393 435) და პოლონეთი (2 329 820).

Comments
Loading...