2016 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6,4%-ით გაიზარდა

294

2016 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 666,8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,4%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 39,8% ქალია, ხოლო 60,2% – კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 32,7% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21,3% – საშუალო, ხოლო დარჩენილი 46,0% – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 620,1 ათასი კაცი შეადგინა. საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 7022,2 მლნ. ლარია.

2016 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 938,3 ლარს გაუტოლდა, მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 716,3 ლარი.

2016 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 45,7% მოდის ვაჭრობის დარგზე. მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა – 11,3%-იანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა – 10,7%-იანი წილით და ხელოვნება, გართობა და დასვენება 8,6%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყოება 6.5%-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 3.9%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 13,3% კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

2016 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი მშენებლობის დარგზე ნაწილდება (21,6%). მეორე და მესამე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (20,6%) და ვაჭრობა (16,5%). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და დასაწყობება – 9,1%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 32,2 პროცენტიანი წილი უჭირავს.

Comments
Loading...