200-ლარიანი კომპენსაციის მიღებისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადა 20 აპრილია

7

მარტის თვის 200-ლარიანი კომპენსაციებისთვის განცხადებების წარდგენის ვადა 20 აპრილს იწურება – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებაში არის საუბარი. უწყების ინფორმაციით, ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში სულ 203,375 განაცხადია დარეგისტრირებული. შემოსავლების სამსახური ამ განაცხადებს ყოველთვიურ რეჟიმში, თვის 20 რიცხვამდე იღებს. 

“შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ თუ დამქირავებელი აპრილში აღარ წარადგენს განაცხადს, ამ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას ავტომატურად გამოიყენებს წინა თვეების განაცხადებს. ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა მარტში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 20 აპრილის ჩათვლით, რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად (1 იანვრიდან ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან – https://eservices.rs.ge/Login.aspx, მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.

დამსაქმებლების მიერ, კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის, ონლაინშევსების წესის შესახებ ვიდეოინსტრუქცია, ასევე პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=159

https://rs.ge/Covid19?cat=7&tab=8

აქვე შეგახსენებთ, რომ სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა https://www.rs.ge/kompensacia მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა”, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

Comments
Loading...