20 მილიონი დოლარის სესხი სპეციალურად ქალების მიერ მართული ბიზნესისთვის გამოიყოფა

445

თიბისი ბანკმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (ევრობანკი, EBRD) ხელი მოაწერა ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ სამ სასესხო ხელშეკრულებას, რომელთა ჯამური მოცულობა 100 მილიონი აშშ დოლარია.

თიბის ბანკისთვის გამოყოფილი სამი საკრედიტო ხაზიდან 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამიზნულია საქართველოში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშესაწყობად; 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი სპეციალურად ქალების მიერ მართული ბიზნესის მომსახურებისთვის; ხოლო 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი განკუთვნილია მცირე და საშუალო საწარმოების დასაფინანსებლად.

ამ დაფინანსების მეშვეობით თიბისი ბანკი გასცემს გრძელვადიან სესხებს ადგილობრივ ვალუტაში. აღნიშნული ლარის რესურსი გამოყენებული იქნება საქართველოში მსხვილი, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად.

Comments
Loading...