20 იანვარს საქართველოს ზამთრის კურორტებზე “თოვლის მსოფლიო დღე” აღინიშნება

87

წელს მსოფლიო ,”თოვლის დღეს” 20 იანვარს აღნიშნავს. საქართველოს სათხილამურო ფედერაციაც მერვე წელია უერთდება ამ ინიციატივას და ყოველწლიურად მართავს თოვლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საქართველოს კურორტებზე.

სახალისო სპორტული შეჯიბრი და გასართობი ღონისძიებები გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძის უღელტეხილზე წელსაც გაიმართება.

ყოველწლიურად “თოვლის ზეიმის” ორგანიზატორი საქართველოში სათხილამურო ფედერაცია და მისი გენერალური სპონსორი კომპანია სილქნეტია. მხარდამჭერებს შორის არიან მთის კურორტების განვითარების კომპანია, სხვადასხვა კომპანიები და უწყებები. მონაწილე მხარეები “თოვლის მსოფლიო დღის” აღნიშვნით პროპაგანდას უწევენ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სამთო-სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას მოზარდებში.

საინტერესო ფაქტები თოვლზე:

– დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 50%-ს ნამდვილი თოვლი არასდროს უნახავს;

– ითვლება, რომ ორი ერთნაირი ფორმის ფიფქი არ არსებობს;

– როგორც ფიზიკოსი ჯონ ნელსონი ამტკიცებდა, ფიფქების გეომეტრიული ფორმების ვარიანტების რაოდენობა სამყაროში ატომთა რაოდენობას აღემატება;

– დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც მოვიდა შავი (შვეიცარიაში, 1969 წელს) და მწვანე თოვლიც კი (კალიფორნიაში);

– უმცირესი წყალმცენარის – თოვლის ქლამიდომონადას ცხოველმოქმედების წყალობით, ანტარქტიკასა და კავკასიის მთებში ხვდება ვარდისფერი, წითელი ან იისფერი თოვლი;

– ცნობილია, რომ 1949 წელს თოვლი საჰარაში მოვიდა და ნახევარი საათი არ დადნა.

Comments
Loading...