18 ივლისს სემეკი ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფებზე იმსჯელებს

397

მიმდინარე წლის 17 ივლისის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის" ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენის თაობაზე იმსჯელებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მიმდინარე წლის 18 ივლისს კომისია განიხილავს შპს "ყაზტრანსგაზ თბილისისთვის", შპს "სოკარ ჯორჯია გაზისა" და სს "საქორგგაზისთვის" ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პროექტებს. 

კომისიის მიერ ტარიფებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნება საჯარო სხდომებზე, რომლებზეც დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

Comments
Loading...