18 ივლისს სემეკი ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფებზე იმსჯელებს

313

მიმდინარე წლის 18 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განიხილავს შპს "ყაზტრანსგაზ თბილისისთვის", შპს "სოკარ ჯორჯია გაზისა" და სს "საქორგგაზისთვის" ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პროექტებს.

კომისიის მიერ ტარიფებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნება საჯარო სხდომებზე, რომლებზეც დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საჯარო სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

Comments
Loading...