15 ორგანიზაციამ ერთობა “ახალი საქართველო” დააფუძნა

345

ერთობა "ახალი საქართველო" – ამ სახელწოდებით დღეს, ახალი ტიპის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღია პლატფორმა ჩამოყალიბდა. 15-მა სუბიექტმა, მათ შორის პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივად აქტიურმა პირებმა, დღეს საჯაროდ განაცხადეს ერთობის დაფუძნება და მოუწოდეს ყველა დაინტერესებულ ადამიანს, გაერთიანებისკენ.

"გაერთიანება უნდა მოხდეს ძლიერი, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს იდეის გარშემო! ამ გაერთიანებით, იქმნება სრულიად განსხვავებულ პრინციპებზე დაფუძნებული ერთობა, სადაც მოქალაქეებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს შეეძლებათ გაერთიანდნენ ჯანსაღი იდეის გარშემო. ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა, გაერთიანებაა. მიზანი, მხოლოდ ერთობითა და თანადგომით მიიღწევა!"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღევანდელ ღონისძიებაზე ერთობაში შემავალმა სუბიექტებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ოპოზიციურ, პროდასავლურ ძალებს, გაერთიანდნენ და პრაიმერის გზით გამოავლინონ ოპოზიციური მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის ერთიანი კანდიდატები.

Comments
Loading...