15 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სემეკი ჰიდროელექტროსადგურების ტარიფებზე იმსჯელებს

239
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 15 დეკემბრის საჯარო სხდომაზე იმსჯელებს ჰიდროელექტროსადგურების – შპს "ვარდნილჰესების კასკადის", შპს "ენგურჰესის" ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფებზე; შპს "ენერგოტრანსის", სს "საქრუსენერგოს" ელექტროენერგიის გადაცემის 2018-2020 წლების ტარიფებზე.
 
კომისიაში საჯარო სხდომა 13:00 საათზე დაიწყება. სხდომა საჯაროა და დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
Comments
Loading...