12 ნოემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გაზმომარაგება შეუწყდება

37

მიმდინარე წლის 12 ნოემბრის დილის 06:00 საათიდან 13 ნოემბრის დილის 11:00 საათამდე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ავრცელებს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, სხვა ლიცენზიანტის მიერ გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 13 ნოემბრის 11:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ “სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...