12 მაისიდან Fly Dubai დუბაი-ბათუმი-დუბაის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს

7

12 მაისიდან, ავიაკომპანია Fly Dubai დუბაი-ბათუმის-დუბაის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს. ამის შესახებ თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი TAV Georgia Facebook-გვერდზე წერს.

„29 აგვისტოს ჩათვლით, რეისები კვირაში სამჯერ, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება“, – ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

Comments
Loading...