10 მარტს მცხეთა-მთიანეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

497

მიმდინარე წლის 10 მარტს, ქალაქ მცხეთაში, მცხეთა-მთიანეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება,- ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ღონისძიების მიზანია ადგილობრივი ბიზნესის წახალისება, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, ახალი პროექტების შემუშავება და სახელმწიფოს მხრიდან ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნა.

Business Georgia-ს რეგიონული ფორუმი უმასპინძლებს სამასამდე წარმატებულ ბიზნესმენს, მსხვილ ინვესტორებს, უცხო ქვეყნის საელჩოებისა და მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. გაიმართება დისკუსია შემდეგ თემებზე:

• რეგიონალური განვითარება

• მეწარმეობა

• ინფრასტრუქტურა

• ფინანსები

• ტურიზმი

• სტუმარ-მასპინძლობა

• საინვესტიციო პოტენციალი

ფორუმის მონაწილეები გაეცნობიან ბიზნესის განვითარების დინამიკას და სტატისტიკას, მაღალი პოტენციალის მქონე გამოუყენებელი ბუნებრივი რესურსების შესახებ ინფორმაციას, სახელმწიფო მხარდაჭერისა და ფინანსური რესურსების სწორად გამოყენების მექანიზმებს, საკითხებს ინფრასტრუქტურული და ტექნიკური რესურსების, „მთის კანონისა“ და საგადასახადო ლიბერალიზაციის შესახებ.

დამსწრე საზოგადოება უფრო მეტს გაიგებს საინვესტიციო გარემოზე, საერთაშორისო ფონდების საქმიანობასა და რეგიონის განვითარების წახალისებაზე საქართველოში.

ბიზნეს ფორუმის მთავარი მხარდამჭერია მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია.

Comments
Loading...