10 დღეში ანაკლიაში Echowaves-ის ფესტივალი დაიწყება

77

ანაკლიაში ფესტივალ Echowaves-ის დაწყებამდე 10 დღე რჩება. პროექტი პოპულარული სერბული ფესტივალის EXIT-ის ქოლგის ქვეშ გაიმართება. ფესტივალი პროექ Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.

ვისაც დაბინავებაზე ჯერ არ უზრუნია, შეუძლია ფესტივალის ტერიტორიაზე დაბანაკდეს. მთავარ სცენასთან რამდენიმე ასეულ მეტრში კარვების ზონა მოეწყობა, სადაც სტუმრები 6 დღის განმავლობაში დარჩენას შეძლებენ. ტერიტორიაზე 1200 კაცზე გათვლილი 600 კარავი დაიდგმება. ფასი 250 ლარია.

ფასი მოიცავს: ერთი კარავი მაქსიმუმ 2 ადამიანისთვის (200x200x135სმ), ერთი გასაბერი მატრასი (152x200x22სმ), ბალიში, ორი საბანი, ორი საძილე ნიღაბი, ორი ყურის საცობი.

უფასო სერვისები კარვების ზონაში: დაცული ტერიტორია, საცავები (შეგიძლიათ შეინახოთ ზურგჩანთები), ტუალეტი, შხაპი, ტელეფონის დასატენი სადგური, საჩრდილობელი, კარვების ზონის ბარი.

რეგისტრაციის დასაწყისი: 22 აგვისტო. 13:00. დასასრული: 27. 18:00 აგვისტო

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves ანაკლიაში 23-26 აგვისტოს გაიმართება. ფესტივალი მსოფლიოში ცნობილ არტისტებს უმასპინძლებს:

Die Antwoord, Tricky, Solomun, Ben Klock, Marcel Dettmann, Juan Atkins, Function, Kayakata, Woo York, Henrik Schwarz, Antigoe, DJ TENNIS, Greenbeam & Leon და სხვ.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაციას ავრცელებს. 

Comments
Loading...