1 აპრილიდან მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება

68

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობილიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ჩვენ შევიმუშავეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის დანერგვასთან დაკავშირებით, რომელიც 1 აპრილიდან ეს მექანიზმი ამოქმედდება. ყველაფერი გაკეთებულია ბანკებთან მოლაპარაკებები დასრულებულია და დღეს, მთავრობის გადაწყვეტილებაც მიღებულია.

ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა რადგან ის გამიზნულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის და ეს ინიციატივა მისცემს საშუალებას საშუალო ბიზნესი ვისაც არ აქვს საკმარისი ქონება ბანკში ჩადო სესხის აღების დროს, მისცემს საშუალებას აიღოს სესხი. ეს ეხება სესხის ოდენობას 50 ათასი ლარიდან ორ მილიონ ლარამდე. 70% ამ სესხის უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოსგან და სესხი შეიძლება იყოს ათწლიან ანუ საკმაოდ ხანგრძლივი.
ვიმედოვნებთ რომ ეს ინიციატივა დამატებით ბიძგს მისცემს საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას.

ამ პროგრამის ბიუჯეტი არის 20 მილიონი რომელიც ჩადებულია წელს და თუ ჩვენ დავინახეთ ალბათ კარგად და მეტი მოთხოვნა იქნება ჩვენ შემდეგ წელიწადს 2020 წელს გავზრდით ამ ბიუჯეტს”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

Comments
Loading...