ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე Rusal-ის აქციების ღირებულება დაეცა

58

ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე ალუმინის მწარმოებელი კომპანია Rusal-ის აქციების ღირებულება თითქმის 5%-ით გაიაფდა. ეს კი მოხდა აშშ-ის სენატის გადაწყვეტილების ფონზე, რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღების შესახებ განხილვის დაწყების თაობაზე.

ადგილობრივი დროით 7:39 საათზე აქციები 4,7%-ით გაიაფდა და 2,46 ჰონგ-კონგური დოლარი, ანუ დაახლოებით 21 რუბლი შეადგინა. 9:30 საათზე კი, ვარდნა 3,1%-მდე შენელდა, ფასიანი ქაღალდების ღირებულება კი 2,5 ჰონგ-კონგურ დოლარამდე გაიზარდა.

2018 წლის დეკემბერში, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური ინვესტიციების ოფისმა განაცხადა, რომ 30 დღის განმავლობაში ოლეგ დერიპასკის კომპანიებს En+, Rusal და “ევროსიბენერგო”-ს სანქციები მოეხსნებათ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ამის წინააღმდეგი აშშ-ის კონგრესი არ იქნება. ამასთან, თავად დერიპასკის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები კვლავ ძალაში დარჩება.

16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის სენატი, დერიპასკის კომპანიებისთვის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით დებატებს გამართავდა. ხმის მიცემა საიდუმლოდ შედგა.

Comments
Loading...