ჰოლოლეი: საქართველოს მთავარი გამოწვევა თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობაა

34

ამის შესახებ ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა ჰენრიკ ჰოლოლეიმ, თბილისში მიმდინარე კონფერენციის – “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს” ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“საქართველოსთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, თუ როგორ მოახერხებს ქვეყანა, ააშენოს კარგად ფუნქციონირებადი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც დაეხმარება საქართველოს სურვილს, გახდეს ლოგისტიკური ჰაბი აზიასა და ევროპას შორის.

ბევრი სფეროა, სადაც ვხედავთ ჩვენ საქართველოსთან ურთიერთანამშრომლობის შესაძლებლობას სამომავლოდ. ერთ-ერთი მათგანი არის ინფრასტრუქტურის განვითარება. ახლა ჩვენ მიზნად დავისახეთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაც. სამოქმედო გეგმა მოიცავს 18 ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლებიც შეთანხმებულია საქართველოსა და ევროკავშირის მხრიდან. ეს გეგმა უზრუნველყოფს აზიისა და ევროპის დაკავშირებას ერთმანეთთან.

ერთ-ერთი პროექტი, რომელიც წარვადგინეთ, არის ანაკლიის პორტი. საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი. ეს ძალიან ამბიციური პროექტია. ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია, რაც წარვადგინეთ”, – განაცხადა ჰოლოლეიმ.

Comments
Loading...