ჰოლოლეი: ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც ევროკავშირი-საქართველოს უკეთესს კავშირს უზუნველყოფს

32

თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს” სიტვით გამოვიდა საპატიო სტუმრად მოწვეული ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი.

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორმა ხაზი გაუსვა საქართველოს საავიაციო და ტურისტული სექტორების განვითარების ტემპს და მნიშვნელობას, თუმცა, აღნიშნა, რომ რომ სწრაფი ზრდა ასევე ახალ გამოწვევებს წარმოშობს. ამიტომ, აუცილებელია ინფრასტრუქტურის შემდგომი ინვესტირება, რათა შესაძლებელი იყოს მოთხოვნის სათანადოდ დაკმაყოფილება.

“სასიხარულო ამბავია, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, 9 იანვარს, ევროკავშირმა ფორმალურად გააფართოვა ევროკავშირის ტრანსევროპული ქსელი და მის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიც მოაქცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ახალ გეგმებს უსახავს საქართველოს პრიორიტეტული კავშირების განვითარების თვალსაზრისით როგორც რეგიონის შიგნით, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან. ამით ასევე უზრუნველყოფილია სტაბილურობის განცდა ინვესტორებისათვის. გარდა ამისა, ვმუშაობთ იმ კავშირების დადგენაზე, რომლებიც მომავალში უზრუნველყოფს უკეთეს კავშირს ევროკავშირსა და საქართველოს შორის”, – განაცხადა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორმა.

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მისი მონაწილეობის ევროკავშირი – საქართველოს მაღალი დონის ტრანსპორტის დიალოგის სხდომა გაიმართება. აღნიშნული დიალოგი საქართველოსთან პირველად ტარდება.

Comments
Loading...