ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში ევროპის კულტურის პარლამენტის სესიები იმართება

356

ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში ევროპის კულტურის პარლამენტის სესიები იმართება, რომელსაც ქართველი დელეგატები: ლევან ხეთაგური და ნათია სირაბიძე, ასევე ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენელი ლევან დვალი ესწრებიან.

ევროპის კულტურის პარლამენტის 2017 წლის სხდომის თემაა: შეძლებს კი ევროპა შეინარჩუნოს ერთიანობა მრავალფეროვნებაში? რა როლი აქვს კულტურას მიგრაციის დროს და რამდენად ეფეტურია ხელოვნება სხვადასხვა დამოკიდებულების ცვლილებაში.

როტერდანში სამი დღის განვავლობაში სხვადასხვა ვორქშოპი და პანელური დისკუსიები გაიმართება, რომელთა შორის აღსანიშნავია არქიტექტურის და ურბანული დაგეგმარების მნიშვნელობა. განსაკუთრებით იმ კუთხით, თუ რამდენად ასახავს არქიტექტურა სხვადასხვა ეთნოსის კულტურას და რამდენად მისაღებია ემიგრანტების მიერ შემოტანილი არქიტექტურა ევროპისთვის.

ხვალ პარლამენტარების წინაშე ლევან ხეთაგური წარმოადგენს გასული წლის ანგარიშს და სამომავლო გეგმებს კულტურის აკადემიის საქართველოში შექმნასთან დაკვაშირებით.

შეგახსენებთ, რომ ევროპის კულტურის პარლამენტმა გასულ წელ გასვლითი სხდომა საქართველოში, ბათუმში ჩაატარა. ორგანიზაცია აერთიანებს 160 წევრს ევროპის 43 ქვეყნიდან

Comments
Loading...