ჰიპერმარკეტების ქსელმა “გორგიამ” თელავში, საქართველოს მაშტაბით, მეექვსე ჰიპერმარკეტი გახსნა

397

ჰიპერმარკეტების ქსელმა გორგიამ საქართველოს მაშტაბით  მეექვსე ჰიპერმარკეტი გახსნა. ცერემონია თელავში  ალაზნის  #75. 14:00 საათზე გაიმართა.

ღონისძიება  ჰიპერმარკეტ "გორგიას" მენეჯმენტთან ერთად, თელავის ვიცე მერმა  ,თელავის გამგეობის წარმომადგენელმა და უცხოელმა მომწოდებლებმა  გახსნა. 5000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში, მომხმარებელს 40 000-მდე დასახელების პროდუქტის შეძენა შეეძლება საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად.

კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავში გორგიას გახსნა სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად, მოწყობაზე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. კომპანიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტში 100-მდე ადამიანი დასაქმდა.

Comments
Loading...