ჰილარი კლინტონი „მსოფლიო შეთქმულების“ შესახებ წიგნს დაწერს

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ცნობილ კანადელ მწერალთან, ლუიზა პენთან თანამშრომლობით, თრილერის ჟანრის წიგნს დაწერს. ამის შესახებ გამომცემლობა Simon & Schuster–ის ვებ – გვერდზე გამოქვეყნდა.

9

წიგნის გამოსვლა, რომლის სათაურიც იქნება “State of Terror”, 12 ოქტომბერს იგეგმება.

მთავარი გმირი იქნება სახელმწიფო მდივანი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაინიშნა ამ თანამდებობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

კლინტონი აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მსახურობდა.

Comments
Loading...