ჰარი პოტერის პირველი გამოცემა 80 000 ფუნტად გაიყიდა

5

BBC-ის ცნობით, “ჰარი პოტერისა და ფილოსოფიური ქვის” იშვიათი პირველი გამოცემა აუქციონზე 80 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

როგორც გაირკვა, წიგნი ერთ-ერთი იმ 500 ეგზემპლართაგანია, რომელიც 1997 წელს დაიბეჭდა.

აუქციონზე გასაყიდად ასევე ჰარი პოტერის სათვალეს გამოიტანენ, რომელსაც მსახიობი დენიელ რედკლიფი ფილმის “ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები” გადაღებების დროს ატარებდა.

Comments
Loading...