Poly Network-ის პლატფორმიდან უცნობმა ჰაკერებმა 610 მილიონი აშშ დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარეს. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.
გამოცემის ცნობით, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კრიპტოვალუტის ქურდობაა.
Poly Network-ის კიბერუსაფრთხოების ექსპერტების განმარტებით, კიბერშეტევა თვეების განმავლობაში იგეგმებოდა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ Poly Network-ს არ გააჩნია დაზღვევისა თუ ზარალის ანაზღაურების სერვისები, შესაბამისად, დაზარალებულ პირებს დაკარგული კრიპტოვალუტები უკან არ დაუბრუნდებათ.