ჰაკერებმა “ფეისბუქის” 533 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპარეს, მათ შორის საქართველოს მომხმარებლებისაც

5

გამოცემა therecord-ის ინფორმაციით, საქმე ეხება 106 ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც. საქართველოდან 95 193-ზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოპარულია.

საერთო ჯამში, ჰაკერებმა „ფეისბუქის“ 533 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპარეს და არა მხლოდ მოიპარეს, არამედ ინტერნეტშიც გაავრცელეს. მათ შორის არის სიაში მოხვდა აშშ-ის 32 მილიონი მოქალაქე, ასევე 11 მილიონი ბრიტანელი მომხმარებელი და ინდოეთის ექვსი მილიონი მოქალაქის პირადი მონაცემები.

ინტერნეტში ხელმისაწვდომია „ფეისბუქის“ მომხმარებელთა ბიოგრაფია, დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი და ა.შ.

კომპანია „ფეისბუქში“ ამბობენ, რომ ჰაკერებმა ეს ინფორმაცია სავარაუდოდ ორი წლის წინ მოიპარეს, როდესაც სოციალურ ქსელში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზები აღმოაჩინეს.

Comments
Loading...