ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის წინაღმდეგ ახალი სანქციების დაწესების თაობაზე

7

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის წინაღმდეგ ახალი სანქციების დაწესების თაობაზე. თეთრი სახლის საიტის თანახმად, სანქციები მიმართულია რუსეთის მიერ გამოშვებული სახელმწიფო სესხის, რუსთის ოფიციალური პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ. სანქციების შემოღების მიზეზად დასახელდა „მავნე საერთაშორისო საქმიანობა“.

აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით ამერიკის ფინანსურ ინსიტუტებს აეკრძალებათ რუსეთის მიერ სახელმწიფო ვალის დასაფარად გამოცემული იმ ახალი ობლიგაციების შეძენა, რომელიც 14 ივნისის შემდეგ აღმოჩნდება მიმოქცევაში.

რუს მოხელეთა შორის სანქცირებულ პირთა შორის აღმოჩნდა ვლადიმირ პუტინის ყოფილი პრესმდივანი, ალექსეი გრომოვი, რომელიც კრემლში პასუხს აგებს სახელმიწფო ტელევიზიების მუშაობასა და მათ დაფინასებაზე.

სანქციების ნაწილი გულისხმობს რუსეთის ათი ოფიციალური პირის და დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას.

შეზღუდვები შეეხებათ 6 რუსულ ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც დადანაშაულებულია რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებაში. მათ შორის სამეცნიერო-ვლევით ინსტიტუტ „სპეცვუზავტომატიკას“, რომელიც კიბერუსაფრთხოების სისტემებზე მუშაობს, IT-კომპანია „Positive Technologies“-ი და სამხედრო ტეხნოპოლისი „ერა“, რომელშიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული კერძო და სახელმწიფო კომპნიები მუშაობენ.

Comments
Loading...