ჯორჯ სოროსის სახლთან ბომბი აღმოაჩინეს

33

ნიუ-იორკის შტატში, უცნობმა პირმა მილიარდერ ჯორჯ სოროსის სახლთან ბომბი დატოვა. ამის შესახებ The New York Times პოლიციის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ასაფეთქებელი მოწყობილობა მილიარდერის სახლის საფოსტო ყუთში იყო დატოვებული. იგი სოროსის რეზიდენციის ერთ-ერთმა მოსამსახურემ აღმოაჩინა. საფოსტო ყუთის გახსნისას მოსამსახურემ უცნაური მოწყობილობა შენიშნა, გაიტანა მოშორებულ ადგილას და შემდეგ პოლიციაში დარეკა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული საქმე გამოძიების ფედერალურ ბიუროს გადაეცა. სოროსს არაერთხელ მიუღია მუქარები მემარჯვენე რადიკალი აქტივისტებისა და ორგანიზაციებისგან.

Forbes-ის შეფასებით, 88 წლის ჯორჯ სოროსის ქონება 8,3 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. იგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 190-ე ადგილს იკავებს, ხოლო უმდიდრესი ამერიკელების სიაში – მე-60-ე.

Comments
Loading...