“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით კიდევ ერთი პროექტი დაიწყო

360

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", დობილ კომპანიებთან ერთად, კიდევ ერთხელ აკეთებს განაცხადს, რომ არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია.

კომპანია გრძნობს პასუხისმგებლობას და ზრუნავს საზოგადოების სოციალურად ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე. სწორედ ამიტომ, დღეიდან, მთელი წლის განმავლობაში კომპანიები სრულად დააფინანსებენ  2 ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლს, 2 მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარს,  1 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრს, 2 ბავშვთა დღის ცენტრს, 1 მოხუცთა თავშესაფარის და 1 მოხუცთა უფასო სასადილოს წყალმომარაგების გადასახადს.

აღნიშნულიდან 5 დაწესებულება გაერთიანებულია კოალიციაში, "ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის", რომელთანაც  დღეს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის მიზანია, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი მუშაობით  ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის გაუმჯობესება.

"კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის" არის თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული, ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხებზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების  გაერთიანება, რომლის მიზანი ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის არსებული სისტემის განვითარება და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობაა.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", დობილ კომპანიებთან ერთად, მომავალშიც აქტიურად აპირებს სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით გრძელვადიანი პროექტების განხორციელებას. 

Comments
Loading...