“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ისანი-სამგორის რაიონში კიდევ ორ პროექტს ასრულებს

384

სამგორის რაიონში,  ჭიჭინაძის ქუჩაზე,  "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ასრულებს. აღნიშნულ ქუჩაზე, წყალსადენის მაგისტრალური ქსელის 4.5 კმ სიგრძის მონაკვეთი მთლიანად ახლით შეიცვალა. ასევე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, რეგულატორებისა და ურდულების პროგრამის ფარგლებში,  76 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. ჭიჭინაძის ქუჩის სრულ ინფრაქტრუქტურულ განახლებაში კომპანიამ 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

სარეაბილიტაციო  სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სამგორის რაიონის გამგეობა გზის საფარს სრულად მოაწესრიგებს.

პარალელურად, ისნის რაიონში, ზურაბიშვილის ქუჩაზე, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა",  წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით,  წყალსადენის ქსელის 0.5 კმ-ზე მეტი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეცვალა და 8 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა, რაშიც  100 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

კომპანიისა და გამგეობის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სამუშაოების დასრულების შემდეგ,  ზურაბიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება.

2017 წელს, ისანი – სამგორის რაიონში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გამგეობასთან ერთად 60 ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას განახორციელებს. დღეის მდგომარეობით, ისნის და სამგორის რაიონებში,  18 ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განახლდა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ  ამ მომენტში, კომპანიის ბრიგადები სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თბილისის სხვადასხვა რაიონში,  ერთდროულად 26 წერტილში ახორციელებენ. კომპანია 2017 წელს 200-ზე მეტ ქუჩაზე  170 კმ ქსელს განაახლებს, რაშიც 82 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

Comments
Loading...