ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

34

დიდ დიღომში, მირიან მეფის და ფარნავაზის ქუჩების კვეთაზე, ავარიულად დაზიანდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი.

კომპანიამ დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით ჯივიპის ტექნიკური ჯგუფი აღდგენით სამუშაოებს ღამის საათებში შეასრულებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 22 იანვრის საღამოს 21:00 საათიდან, ხვალ, 23 იანვრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდ დიღომში:

მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, პეტრიწის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს, ამერიკის საელჩოს დასახლებასა და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.ც

Comments
Loading...