“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

36

ხვალ, 5 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, როსტევანის ქუჩის N5-ის მიმდებარედ, მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, მკვებავ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე დამონტაჟდება. ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

“ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 5 მარტს, დილის 11:00 საათიდან 6 მარტის, დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნუცუბიძის I, II მ/რ და V მ/რ-ებს; ასევე, IV მ/რ-ს და ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, I, II და III კვარტლებს, წყნეთის გზატკეცილს.

დიდ დიღომში: ბალანჩინის, სურხავის, ფარსადანის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბეში: ბელიაშვილის, ლუბლიანას და ბოხუას ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...