“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

33

ჯივიპის გადაწყვეტილებით სემეკის მიერ ახალი რეგულაციების შემუშავებამდე, ბინათმესაკუთრეები, რომლებიც ბინებს დღიურად აქირავებენ, წყლის საფასურს საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

საქართველოს მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 13 დეკემბრის საჯარო სხდომის გადაწყვეტილებით დაწყებულია მუშაობა რეგულაციებზე, რომელიც გულისხმობს ახალი მიდგომების შემუშავებას იმ მომხმარებლების მიმართ, რომლებიც საკუთარებაში არსებულ სახლებს ან ბინებს დღიურად აქირავებენ AirBnB-ს, Booking.com-ის ან სხვა მსგავსი ონლაინ პლატფორმების საშუალებით.

აღნიშნული საკითხის გათვალისწინებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სემეკის ახალი რეგულაციების შემუშავებამდე ამ ტიპის მომხმარებლებს არ დაერიცხებათ გადასახადი არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. ახალი რეგულაციების ოფიციალურად ძალაში შესვლამდე მათ კომპანია საყოფაცხოვრებო ტარიფს დაარიცხავს.

Comments
Loading...