“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

340
დღეს, 22 ივლისს,  გლდანის რაიონში, ზაჰესის ხიდის მისასვლელ გზასთან, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მაგისტრალური  წყალსადენი დაზიანდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.
 
დატბორვის თავიდან აცილების მიზნით ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაიკეტა და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
 
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, მაგისტრალურ მილზე სამუშაოების დასრულებისთანავე, ზაჰესის ხიდის მისასვლელთან დაზიანებულ გზის საფარს აღადგენს.
 
ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოებისთვის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი. აღნიშნულთან დაკავშირებით, 23 სექტემბრის დილით 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
 
ვაკე-საბურთალოს რაიონში:
 
  • ვაჟა-ფშაველას და ნუცუბიძის კვარტლებს, თამარაშვილის, ჯიქიას და მიმდებარე ქუჩებს.
  • ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, კეკელიძის და მიმდებარე ქუჩებს.
  • ბაგებს და წყნეთს.
 
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.
Comments
Loading...